ფონიჭალაში აქცია, რომელსაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავდნენ, დასრულდა

ფონიჭალაში აქცია, რომელსაც გაუჩინარებული 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები მართავდნენ, დასრულდა.

დაკარგული გოგოს დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება ოჯახთან სათანადოდ არ თანამშრომლობს და შესაბისი საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება. კერძოდ, არ მიმდინარეობს ძებნა ავტოფარეხებსა და ეზოებში, დროულად არ ამოიღეს დაკარგულის კომპიუტერი.

ადგილზე იმყოფებოდა საქმის გამომძიებელიც, რომელიც აცხადებდა, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება, მიმდინარეობს მუშაობა კომპიუტერის გახსნაზეც, რომელსაც პაროლი ადევს. მისივე თქმით, მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან.

ოჯახი ვერ საუბრობს, რას შეიძლება, უკავშირდებოდეს გოგონას გაუჩინარება. ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის წინ სახლიდან ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა