კონსტანტინე ღიბრაძე - ხელახლა გავიარეთ ფაქტები და გარემოებები, რაზეც მქონდა ინფორმაცია და იყო დამატებით შეკითხვები

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დიჯეი კონსტანტინე (კოკო) ღიბრაძის გამოკითხვა დასრულდა. ის საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

„ხელახლა გავიარეთ ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც მე მქონდა ინფორმაცია და ასევე, იყო დამატებით შეკითხვები“, - განაცხადა მან.

თუ რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას, დეტალებზე ღიბრაძეს მედიასთან არ უსაუბრია.

„მაგას გაიგებთ შემდეგში. სოციალურ ქსელს არ შეეხებოდა. მოგეხსენებათ დიდი საქმეა და არსებობს ბევრი კითხვა“, - აცხადებს ღიბრაძე.

შსს-ში ასევე დღეს გამოიკითხნენ ანა გაბეჩავა და არასრულწლოვანი ნ.ხ.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა