დონალდ ტრამპი - პანდემია გაუმჯობესებამდე გაუარესდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პანდემია გაუარესდება, სანამ უკეთესობისკენ წავა. თეთრ სახლში, კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის დროს, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა, პატრიოტიზმი გამოიჩინონ და პირბადეები ატარონ.

„სამწუხაროდ, გაუმჯობესებამდე ის გაუარესდება. მოგიწოდებთ ყველას, რომ როცა სოციალური დისტანციის დაცვის საშუალება არ გაქვთ, ატაროთ პირბადეები. მოგწონთ თუ არა პირბადე, მას ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და მის ტარებას შედეგი მოაქვს,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდა ამერიკელებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავიდან აუცილონ ბარებსა და სხვა ხალხმრავალ დახურული ტიპის სივრცეებში სიარული.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპი - პანდემია გაუმჯობესებამდე გაუარესდება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს