ჯო ბაიდენი - ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქაოსისა და განხეთქილების თესვა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ორეგონის შტატ ქალაქ პორტლენდში საპროტესტო აქციების დარბევის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას „აღმაშფოთებლად ცუდი ტაქტიკა აქვს.”

“ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქაოსისა და განხეთქილების თესვა, გაუმჯობესების ნაცვლად საქმეების გაუარესება,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ცნობისათვის, ორეგონის შტატ ქალაქ პორტლენდში ანტირასისტული საპროტესტო აქციების სამართალდამცავების მიერ დაშლის ფაქტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამართლებულ ნაბიჯად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისინი ფედერალური საკუთრების დაცვას ცდილობდნენ. გუშინ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის დიდ ქალაქებში მიმდინარე ანტირასისტული საპროტესტო აქციების გასაკონტროლებლად კიდევ უფრო მეტი ფედერალური სამართალდამცავის გაგზავნას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი - ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქაოსისა და განხეთქილების თესვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა