ჩინეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 9 სინძიანის პროვინციაში გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ პეკინში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ე.წ. „ბაზრის კლასტერი“ გაჩნდა და ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა, 16 დღეა შიდა გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების პერიოდიდან ჩინეთში კორონავირუსის 83 707 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 78 840 და დაღუპულია 4 634 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო