ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ქუთაისში, ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული 45 წლის ქალის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

45 წლის ქალი მეზობლის მკვლელობას აღიარებს, მოტივად კი ეჭვიანობას ასახელებს. კერძოდ, ბრალდებულის ინფორმაციით, ჩეჩელაშვილს მის მეუღლესთან ჰქონდა ურთიერთობა.

ცნობისთვის, შემთხვევა ქუთაისში 18 ივლისს მოხდა. სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 20-მდე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია კიდევ ორი პირი, ისინი იმ ბინის მცხოვრებლები არიან, სადაც მკვლელობა მოხდა.

იხილეთ ვიდეო:სასამართლო ქუთაისში ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო