სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დღეს, 22 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მიხეილ წინამძღვრიშვილის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის I, II კვარტლების და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ხოლო გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის II კვარტლის მცხოვრებლებს.

ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩვას ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, ბაგინეთის, წიწამურის, ცოტნე დადიანის, ტრაქტორის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიაის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, დადიანის, ბეთლემის, ტაბიძის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახოსპირელის, ასათიანის და დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება ანტონ კათალიკოსის ქუჩის მცხოვრებლებს.

ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანაშიას, ხორავას, შანიძის, მელიქიშვილის, ბარნოვის, სვანიძის, ინოლა გურგულიას, თარხნიშვილის, ერეკლე ტატიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, ყაზბეგის, ბაქრაძის, ზანდუკელის, კოსტავას, ქიაჩელის, ახვლედიანის, ვაშლოვანის, ნიკოლაძის, ეკალაძის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, მილორავას და ბელინსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანაშიას, ხორავას, შანიძის და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო ამავე მიზეზით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ ოქროყანის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის და სოფელ ახალდაბას მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის და ხომლის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის, ძოწის და ლისის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოთარ ლორთქიფანიძის, ედიშერ მაღალაშვილის, მარიკა ბარათაშვილის და გიორგი გეგეჭკორის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ნიკო მუსხელიშვილის და შანდორ პეტეფის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსანდრე წულუკიძის, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის და ზურაბ ჩაჩუას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყალსადენის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო