სერგეი ლავროვი - რუსეთი ირანისთვის დაწესებული იარაღის ემბარგოს გახანგრძლივების საფუძველს ვერ ხედავს

რუსეთი ირანისთვის დაწესებული იარაღის ემბარგოს გახანგრძლივების ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგა მუჰამედ ჯავად ზარიფთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაერომ ირანის წინააღმდეგ არა იარაღის ემბარგო, არამედ გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდებაზე სპეციალური რეჟიმი დააწესა.

„გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ არა იარაღის ემბარგო, ამ სიტყვის სრული გაგებით, არამედ გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდებაზე სპეციალური რეჟიმი დააწესა, რომლის ვადა ოქტომბერში იწურება. არ არსებობს სამართლებრივი, პოლიტიკური ან მორალური საფუძველი იმისთვის, რომ ეს რეჟიმი გახანგრძლივდეს, მით უფრო უვადო იარაღის ემბარგო დაწესდეს,“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ცნობისათვის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გუშინ მოსკოვში გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო