დღეს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული ბინა-მუზეუმი გაიხსნება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული ბინა-მუზეუმი გაიხსნება.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გალაკტიონის ბინა-მუზეუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცე მოეწყო.

„თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. ამჯერად დამთვალიერებელს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ელოდება. ყველა სამუშაო დასრულებულია. განახლებულია, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცეა მოწყობილი. მუზეუმი დამთვარიელებელს დღეს, 16:00 საათიდან უკვე უმასპინძლებს.

დიდ ყურადღებას ვაქცევთ მუზეუმების რეაბილიტაციას, კულტურულ ღონისძებებს და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოვიფარგლებით, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ის ღირებული, რაც ქალაქს გააჩნია, აღვადგინოთ და გადავცეთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს“,- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო