თბილისის მერიამ „კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია“ დაამტკიცა

თბილისის მერიამ კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სწორი მართვისა და სწორი მენეჯმენტის გარეშე შეუძლებელია ვიფიქროთ წარმატებაზე, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ მართვას. დღეს გვაქვს საშუალება, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დავამტკიცოთ.

აღნიშნული სტრატეგიის მიღება და მისი შემდგომი იმპლემენტაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2018-2020 სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. მინდა, მადლობა გადავუხადო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებისთვის, რაც ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპების დამკვიდრების საქმეში საჯარო და არასამათავრობო სექტორების თანამშრომლობის კარგი მაგალითია. მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს საელჩოს და USAID-ს აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის“ , - განაცხადა კალაძემ.

სტრატეგია ექვს პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს:

  • ​მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება;
  • ​ანგარიშვალდებულების გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ​კორუფციული რისკების შემცირება;
  • ​მერიის სისტემაში გამჭვირვალობის გაზრდა;
  • ​ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვა;
  • ​კეთილსინდისიერების ამაღლება;

სტრატეგიის განხორციელება დაგეგმილია 2021-2023 წლების განმავლობაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს