ნენსი პელოსიმ კორონავირუსს „ტრამპის ვირუსი“ უწოდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ კორონავირუსს „ტრამპის ვირუსი“ უწოდა. ამ ინფორმაციას Foxnews ავრცელებს.

პელოსის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი პირბადის ტარებასთან დაკავშირებით საკუთარ შეცდომებს ძალიან გვიან მიხვდა, რის გამოც ათასობით ადამიანი დაინფიცირდა.

„21 ივლისს, ტრამპმა აღიარა საკუთარი შეცდომები, როდესაც ბრიფინგზე პირბადე გაიკეთა და აშშ-ის მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა. ტრამპს ეს ადრე რომ გაეკეთებინა, მოსახლეობა მის მაგალითს მიბაძავდა და ათასობით ადამიანი გადარჩებოდა. კორონავირუსი ტრამპის ვირუსია“, - აღნიშნა პელოსიმ.

შეგახსენებთ, 21 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პირობებში პირბადის ტარებას პატრიოტული ჟესტი უწოდა. იქამდე კი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ პირბადე ადამიანებს ვირუსის გავრცელებისგან არ იცავს.

იხილეთ ვიდეო:ნენსი პელოსიმ კორონაივურსს "ტრამპის ვირუსი" უწოდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა