3 წლის ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს

3 წლის ბავშვი, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, ბავშვს მრავლობითი სახის დაზიანებები ჰქონდა და 4 ოპერაცია ჩაუტარდა.

„ბავშვი მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია. ჯერჯერობით, კომატოზური მდგომარეობა 8-10 ქულის ფარგლებშია“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, 3 ივლისს, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო