პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო სიაში.
როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ ამას სექტემბერი გვიჩვენებს“.
„ამას სექტემბერი გვიჩვენებს. ან ვიქნები სიაში, ან არ ვიქნები, მეტი გზა არ არის. შიდა კონსულტაციები არასდროს გამომიტანია გუნდის გარეთ და არც გამოვიტან“, - განაცხადა კილაძემ.