სოფო კილაძე - 8 მარტის შეთანხმების ნაწილი ნამდვილად არ იყო კრიმინალისთვის ხელის დაფარება

8 მარტის შეთანხმების ნაწილი ნამდვილად არ იყო კრიმინალისთვის ხელის დაფარება და თუ რაიმე კითხვა აქვს სამართალდამცავ უწყებებს, ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” პოლიტიკური ნიშნით არავის დევნის.

„ჩვენ ვიცით, თუ რამდენად გახმაურებული და მძიმე საქმე იყო ბუტა რობაქიძის საქმე, რომელმაც მთელი საზოგადოება შეძრა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება” არავის დევნის პოლიტიკური ნიშნით, მითუმეტეს ბატონ ოქრუაშვილს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო