ალასკის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეროვნულმა ცენტრმა ცუნამის შესახებ გაფრთხილება გასცა.
გაფრთხილება გაცემულია ალასკის სამხრეთ ნაწილისა და ალასკის ნახევარკუნძულისთვის. ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.