ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი ჩაიკეტოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი ჩაიკეტოს.

გამყრელიძის თქმით, თუ მათ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარების საშუალება არ ექნებათ, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ამ დასახლებების ჩაკეტვა იქნება.

„არ გამოვრიცხავ ამ რადიკალური ღონისძიების გატარებას, თუ დამყოლობა არ იქნება სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ და ფართომასშტაბიანი კვლევები ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი რა თქმა უნდა, არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მანამდე კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი დამყოლობა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს