ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაზრდილია იმ ჯგუფთა წრე, ვისაც ტესტირება უტარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაზრდილია იმ ჯგუფთა წრე, ვისაც ტესტირება უტარდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მუშავდება მეშახტეებისა და კიდევ რამდენიმე ჯგუფის ტესტირების ალგორითმი.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ე.წ. ცხელების ცენტრებსა და ამბულატორიულ დაწესებულებებს მიმართონ.

„კონკრეტული ჯგუფები დამატებულია. კარგად იცით, რომ დღეს ტესტირებას ექვემდებარება ყველა ე.წ. შესაძლო შემთხვევა, ანუ საეჭვო შემთხვევა.

კიდევ ერთხელ მივმართავ ადამიანებს, ვისაც ექნებათ მომატებული ტემპერატურა, რომ მიმართონ შესაბამის ცხელების ცენტრებსა და ამბულატორიულ დაწესებულებებს. ასეთი ქვეყანაში რამდენიმე ათეულია, რომ იქ ტესტი ჩაიტარონ. მოგეხსენებთ, ეს ტესტი არის უფასო და სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია.

გარდა ამისა, ტესტირებას ექვემდებარებიან მოხუცთა სახლში, ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები, ყველა ჩემი კოლეგა, ვინც მუშაობს კოვიდის კლინიკებში, ცხელების კლინიკებში, რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და ასე შემდეგ. ასევე, სატვირთო ავტომობილის მძღოლები, მუშავდება მეშახტეების ტესტირების ალგორითმი და კიდევ არის რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ტესტირებას ექვემდებარება. ასევე, თვითიზოლაციიდან გამოსვლის დროს ადამიანები ტესტირებას ექვემდებარებიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა