ამირან გამყრელიძე - გაჩიანის დასახლებაში ინფექცია ტრიალებს, მოვუწოდებ მოსახლეობას, სამედიცინო პერსონალთან მეტად ითანამშრომლონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაჩიანის დასახლებაში მოსახლეობის მხრიდან კვლევებზე თანხმობა დაბალია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ შესაძლებელი იყო გაჩიანის დასახლებაში 1000-მდე ნიმუში აღებულიყო, 6-მა სამედიცინო ჯგუფმა მოსახლეობის დამოკიდებულების გამო მხოლოდ 350 ნიმუშის აღება მოახერხა. გამყრელიძე გაჩიანის მოსახლეობას მოუწოდებს, სამედიცინო პერსონალთან ითანამშრომლონ.

„განსაკუთრებულად ცხელი წერტილი დღეს გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაჩიანის დასახლება, სადაც 3 სოფელი შედის: ყარაჯალარი, ახთაკლია და ყარათაკლია. ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში გვაქვს შემთხვევების რაოდენობა, ერთად აღებული 34. დღეს 24 ახალი შემთხვევიდან 10 სწორედ ამ კლასტერზე მოდის. იქ ტარდება სერიოზული ღონისძიებები. 7 გზა შედის ამ სოფლებში. ყველა შესასვლელში და გამოსასვლელში თერმოსკრინინგია, მაგრამ სამწუხაროდ, მოსახლეობაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა. ჩვენ გუშინ იქ გაფართოებული კვლევები დავიწყეთ. იქ სამივე სოფელში ერთად 7 ათასამდე მოსახლეა და გვინდოდა, რომ სრულად ეს 7 ათასი მოსახლე გამოგვეკვლია. გათვლები გვაქვს, რომ ინფიცირებული იქნება, ალბათ, მოსახლეობის 5-დან 10%-მდე და მათი დროული იზოლაცია მომხდარიყო. ეს რადიკალურად შეამცირებს ინფექციის გატანის რისკს. რამეთუ მოსახლეობის უმრავლესობა ამ სამი სოფლიდან მუშაობენ სხვადასხვა ბაზრებზე: რუსთავის, ლილოს ბაზრობა, თბილისის სხვადასხვა ბაზრობები. ამიტომ დიდია ინფექციის გატანის რისკი. სამწუხაროდ, მოსახლეობისგან შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი 6 ბრიგადა მუშაობდა ადგილზე, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ. როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე არის 700-დან 1000 ნიმუშამდე. ამ 350-დან 10 იყო დადებითი. ანუ, იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან“,- განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა