გიორგი ყიფშიძე - გიორგი შაქარაშვილის სხეულის გაშეშებასთან დაკავშირებული საკითხი საქმის საკვანძო მომენტია

აქ არის ორი უკიდურესობა, თუ ეს არის მექანიკური შეცდომა, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი კატასტროფა ამ საქმისთვის და ზოგადად მართლმსაჯულებისთვის საქართველოში, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ ჟურნალისტებთან ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიცვალებულის სხეულის გაშეშებასთან დაკავშირებული საკითხი ამ საქმის ,,საკვანძო მომენტია”.

,,ეს არის საკვანძო მომენტი, მიცვალებულის სხეულის გაშეშებასთან დაკავშირებული საკითხი განაპირობებდა გარდაცვალების ვადებს. თუ ეს არ არის მექანიკური შეცდომა, ექსპერტიზის დასკვნის სურათი შეიძლება შეიცვალოს, ორივე შემთხვევაში არის აბსოლიტურად მძიმე სიტუაცია. ვნახოთ, დამატებითი ექსპერტიზა რას მოგვცემს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია რეალურად ვთქვათ, რა იყო სწორი ან არასწორი აღნიშნულ დასკვნებში,” - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული ფრაზა, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, მექანიკურ შეცდომას არ წარმოადგენს. როგორც ბიუროს განცხადებაშია მითითებული, შაქარაშვილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ხელმეორედ იქნა შეფასებული მის სხეულზე არსებული, სიკვდილის შემდგომი ცვლილება, კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა