რატი იონათამიშვილი - მამუკა ბახტაძესთან საპარლამენტო ფორმატში მუშაობა საინტერესო იქნება, ვფიქრობ, ის საპარლამენტო მუშაობას გააძლიერებს

მამუკა ბახტაძესთან მუშაობა საპარლამენტო ფორმატშიც ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, ის ამ მხრივ გააძლიერებს საპარლამენტო მუშაობას,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როცა უპასუხა დასმულ შეკითხვას ისურვებდა თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის პროპორციულ საარჩევნო სიაში შეყვანას.

დეპუტატის თქმით, მამუკა ბახტაძე მმართველი გუნდის გამორჩეული წევრი და ლიდერია, რომელსაც საზოგადოება იცნობდა, როგორც წარმატებულ პრემიერ-მინისტრს.

"მასთან თანამშრომლობა ჩემთვისაც ყოველთვის იყო კომფორტული. გვიმსჯელია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხზე და მიგვიღია შესაბამისი გადაწყვეტილებები. ასე რომ, ჩემთვის მამუკა ბახტაძესთან მუშაობა საპარლამენტო ფორმატშიც ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, ის ამ მხრივ გააძლიერებს საპარლამენტო მუშაობას",- განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, დეპუტატი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში. მისივე განმარტებით, პროპორციულ სიასთან დაკავშირებით პერსონებზე დღეს ვერ ისაუბრებს.

„მესმის, რომ მას შედეგ, რაც ჩვენი მაჟორიტარების პრეზენტაცია გაიმართა ოპონენტებმა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ მიიღეს. ისინი უკვე შეგუებულები არიან იმას, რომ გარდაუვალი მარცხი მოუწევთ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარების მიმართულებით. რაც შეეხება პროპორციულ სიას, ვფიქრობ, დღეს უხერხული იქნება პერსონალიებზე საუბარი. უნდა დაველოდოთ პრეზენტაციას, როცა ეს საჯაროდ გახმოვანდება", - განაცხადა იონათამიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს