აშშ-მა ჩინეთს ჰიუსტონში მდებარე საკონსულოს დახურვა მოსთხოვა

აშშ-მა ჩინეთს ჰიუსტონში მდებარე საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი „აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების“ დაცვაა. თუმცა, აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ოფიციალური პეკინი პროვოკაციას უწოდებს.

აღსანიშნავია, რომ განცხადების გაკეთებამდე სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დაუდგენელი პირები საკონსულოს შენობის ეზოში ქაღალდის ფურცლებით სავსე ნაგვის ყუთებს ცეცხლს უკიდებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვან ვენბინის თქმით, საკონსულოს დახურვის მოთხოვნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა.

იხილეთ ვიდეო:აშშ-მა ჩინეთს ჰიუსტონში მდებარე საკონსულოს დახურვა მოსთხოვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა