ეკატერინე ტიკარაძემ გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა, ეკომიგრანტებს პროგრამის შედეგები გააცნო და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ადგილზე დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან და გურიის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან ერთად იმყოფებოდა.

„დღეის მდგომარეობით ჩვენ მოვახდინეთ 176 ოჯახის განსახლება, წლის ბოლომდე ვგეგმავთ კიდევ დამატებით 180 ოჯახის განსახლებას და ასევე, ჩვენ გვაქვს ისეთი ფართები და სახლები, რომელთა დაკანონებაც ესაჭიროებათ ეკომიგრანტ ოჯახებს. 140 ოჯახისთვის დამატებით ვფიქრობთ დავაკანონოთ ბინები და სახლები, რომლებშიც ისინი დღესდღეობით ცხოვრობენ. გარდა ამისა, დღეს, ჩვენ ეკომიგრანტებს გავაცანით ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ დამატებით გააჩნიათ, ეს არის მათი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყების ინფორმაციით, მინისტრი ეკომიგრანტებს ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც ესტუმრა. მინისტრის თქმით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება გრძელდება.

„ჩვენ ვიცით, რომ გურიის რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონი და სამინისტრო გააგრძელებს აქტიურ მუშაობს, რომ ყველა ოჯახს, რომელსაც უდგას ან სამომავლოდ შეიძლება დაუდგეს რისკი, მოვახდინოთ ამ ოჯახების განსახლება უსაფრთხო გარემოში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეისყიდის. ეკომიგრანტები სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს