„როიტერსი“ - ჩინეთმა, შესაძლოა, უხანში აშშ-ის საკონსულო დაახუროს

ჩინეთმა, შესაძლოა, ქალაქ უხანში მდებარე აშშ-ის საკონსულო დაახუროს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც ჩინეთში აშშ-ს საელჩოს გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ჩინეთის საგარეო სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ჩინეთს ჰიუსტონში მდებარე საკონსულოს დახურვა მოსთხოვა და ამისთვის სამდღიანი ვადა მისცა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვან ვენბინის თქმით, საკონსულოს დახურვის მოთხოვნა „აღმაშფოთებელი და გაუმართლებელი“ გადაწყვეტილებაა და ჩინეთი ამ ნაბიჯს შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა