გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ეს ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ჩვენი ინფორამციით, დაკავებული გორის პოლიციის თანამშრომელია. საქმეზე გამოძიებას შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა აწარმოებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

„სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, ფაქტს ვადასტურებთ,“ - განაცხადეს უწყებაში.

იხილეთ ვიდეო:გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა