სემეკმა „თელასი“ და „თბილისი ენერჯი“ გააფრთხილა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასსა“ და შპს „თბილისი ენერჯის“ წერილობითი გაფრთხილება მისცა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს.

სემეკის ინფორმაციით, თუ კომპანიების მიერ დარღვევები განმეორდება, ისინი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმდებიან.

„სს „თელასის“ შეთხვევაში გაფრთხილების საფუძველია ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2019 წლის მაჩვენებლების 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუარესება. სემეკის ნორმატიული აქტების თანახმად, ლიცენზიანტი კომპანია ვალდებულია, შეინარჩუნონ ან გააუმჯობესონ შიდა მიზეზით გამოწვეულ გეგმურ და არაგეგმურ წყვეტებზე მომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლები.

სს „თელასს“ დაევალა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე კომისიაში წარმოადგინოს მაჩვენებლების გაუარესებაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

შპს „თბილისი ენერჯის“ წერილობითი გაფრთხილების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ კომპანიამ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არ დააფიქსირა მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტისა და აღდგენის ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება „მომსახურების ხარისხის წესებს“.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების მიერ მსგავსი ტიპის დარღვევები განმეორდება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო