რომან გოცირიძე - ივანიშვილს ვერ მოუნელებია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გამოშვება აიძულეს

ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვერ მოუნელებია ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი გამოშვება აიძულეს. რამდენჯერაც გაეღვიძება, როგორც ჩანს, დარდით ეღვიძება და ახლა, დაავალა სასამართლოს, რომ მისი პროცესები დაიწყოს. ეს არის ბოლო გაფაფხურება, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოცირიძის თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკური დევნა უნდა შეწყვიტოს.

"ვერაფერსაც ვერ დააკავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან კარგად იცის, რა მოუვა პირადად მას, რომ სერიოზული სანქციები დაემუქრება. ახლა, რაღაც ხასიათის და წინასაარჩევნოდ განწყობის ასამაღლებლად თავის გუნდს აჩვენებს, რომ არ დასრულებულა ოქრუაშვილის პროცესი - კი, მაიძულეს მე და ვაიძულე პრეზიდენტი, რომ შეეწყალებინა, მარამ ნუ გეშინიათ, ჩვენ კიდევ რაღაცის თავი გვაქვს. არაფრის თავი არ აქვთ. გაბედავს?! იმავე წუთას ჩაუკეტავენ საზღვრებს. ვერც ევროპაში შეყოფს თავს და ვერც ამერიკაში, მისი ფულიც დაყადაღებული იქნება, სანქციებიც დაედება. ამიტომ უნდა შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დევნა, შანტაჟი და უნდა გამოუშვას გიორგი რურუა. წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ნაბიჯები აღქმული იქნება, როგორც ოპოზიციის, ისე საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების მიერ, როგორც არჩევნების არათავისუფალ, ძალადობრივ რეჟიმში ჩატარება",- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებას ე.წ. კითხვები შეიძლება ჰქონდეს ყველაზე.

"რაღაცას შეგითითხნიან, სატელეფონო საუბარს და მერე ამტკიცე, რომ არ აპირებდი ივანიშვილის ზვიგენის დახრჩობას. კითხვების გამოგონება არ გაუჭირდებათ, მაგრამ ეს კითხვები აბსურდულია", - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს