თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, მედიკამენტები, რომელიც გარდაცვლილის ავტომანქანიდან ამოიღეს, ფსიქოტროპული არ არის

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მედიკამენტები, რომელიც გარდაცვლილის ავტომანქანიდან ამოიღეს, ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით ბევრი ვერსია და კითხვის ნიშანი აქვს.

„ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. დეტალურად ჩემი თანდასწრებით ხდება ყველა ნივთის ადგილმდებარეობის, ყველა იმ კვალის ამოღება და დალუქვა, წამლების, რაც იქნა ამოღებული, რაც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც გამაჩნია, ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის. თვითონ ცხედრის მდგომარეობა და ადგილმდებარეობა, სახლიდან მოშორებით ყოფნა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაზიანებებს ასე ვერ დავინახავ, დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის ადამიანი გარდაცვლილი, ვადების შემდეგ იცვლება ფერი. ჩემი თხოვნით მანქანის გადაადგილების კვალიც აიღეს. მტკიცებულებების განადგურება მერე რომ არ მომხდარიყო“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

იხილეთ ვიდეო:თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ავტომობილში არსებულ წამლებზე, შესაძლო დაზიანებებზე და ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციაზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა