27 ივლისს ონლაინ ვებინარი „თავისუფალი ზონების როლი ეკონომიკური გაჯანსაღების გზაზე” გაიმართება

27 ივლისს, ჰუალინგის თიზ-ის ინიციატივითა და მსოფლიო თავისუფალი ზონების ორგანიზაციასთან (World FZO) პარტნიორობის ფარგლებში, ონლაინ ვებინარი “თავისუფალი ზონების როლი ეკონომიკური გაჯანსაღების გზაზე” გაიმართება . ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჰუალინგიდან“ აცნობეს.

„COVID-19 პანდემიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებიც კი, მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ ეკონომიკური ვარდნით გამოწვეული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ეფექტიანად გადაწყვეტაში. გლობალური თვითიზოლაციის პირველივე დღეებიდან, ჩვენი მიზანი იყო აღნიშნული გამოწვევები გადაგვექცია ახალ შესაძლებლობებად არა მხოლოდ კომპანიის, არამედ სახელმწიფოს დონეზეც.

მსოფლიო თავისუფალი ზონების ორგანიზაციისა და ჰუალინგის თიზ-ის მიერ ინიცირებული ვებინარი მიეძღვნება ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას 50 000-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლისთვის მსოფლიოს 126 ქვეყნიდან, სადაც წარმოვაჩენთ საქართველოს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო გარემოს პოსტ-პანდემიურ პერიოდში“, - აცხადებს ჰუალინგის თიზ - ის ბიზნეს ანალიზისა და ბიზნესის განვითარების უფროსი აღმასრულებელი, ვახტანგ ჩქარეული.

მათი ინფორმაციით, World FZO გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს თავისუფალი ზონების ინტერესებს მთელს მსოფლიოში და წარმოდგენილია სათავო ოფისებით ჟენევასა და დუბაიში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო