ვაზისუბანში შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება

შემოდგომაზე, ვაზისუბანში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, 9 ჯგუფიანი ბაღის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება და ის 250-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ისნის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, საპროექტო ტერიტორია დაათვალიერა და მათ პროექტის დეტალები გააცნო.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც აშოტ კურაპალატის ქუჩაზე რამდენიმე თვეში სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ისნის რაიონში საკმაოდ ბევრი საბავშვო ბაღი გვაქვს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მოთხოვნა მაინც ძალიან დიდია. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ბაღების მშენებლობასთან. სწორედ ამიტომ, ახალი ბაღების მშენებლობის პროცესს აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ განახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 235 867 ლარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს