თენგიზ ცერცვაძე - მუდმივად გვახსოვდეს, ყველა მსუბუქი პაციენტი პოტენციურად რისკის მატარებელია, რომ შესაძლოა, მდგომარეობა დაუმძიმდეს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ძალა შედარებით შესუსტდა, თუმცა, მისი თქმით, პოტენციურად არის იმის რისკი, რომ შესაძლოა მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ფაქტი, რომ დღეს პაციენტების უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, ყურადღების მოდუნების მიზეზი არ უნდა გახდეს.

„ზაფხულში ვირუსის ძალა დასუსტდა და შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქია. ასეთი ტენდენცია არის. შედარებით უფრო ნაკლებ ვირულენტურია ვირუსი ამ ბოლო თვენახევარში, ვიდრე მანამდე იყო, მაგრამ ეს არანაირად არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა, ცალკეული შემთხვევები დამძიმდეს, მათ შორის გახდეს კრიტიკულად მძიმე, რაზეც მიუთითებს თუნდაც ის, რომ მცხეთაში 4 პაციენტის მდგომარეობა სერიოზულად დამძიმდა და მათგან ერთი გარდაიცვალა. თუმცა, ის დიალიზზე იყო და მისი გადარჩენა ძალიან ძნელი იყო.

ახლა მძიმე პაციენტები არიან სხვა კლინიკებშიც, მართალია ერთ-ორი, მაგრამ მაინც არის. ასე რომ, მუდმივად გვახსოვდეს - ყველა მსუბუქი პაციენტი პოტენციურად არის იმის რისკის მატარებელი, რომ შესაძლოა მდგომარეობა დაუმძიმდეს. ამიტომ, ის, რომ დღეს პაციენტების უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, ყურადღების მოდუნების მიზეზი არ უნდა გახდეს, განსაკუთრებით ოჯახის ექიმების, კოვიდის მიმღები კლინიკებისა და ცხელების ცენტრების მხრიდან. ჩვენ ყველანაირ მოსამზადებელ სამუშაოებსა და ტრენინგებს ვატარებთ, რომ ექიმებში ეს მენტალიტეტი გავამტკიცოთ. ნებისმიერი მსუბუქი პაციენტი შეიძლება დამძიმდეს და ადეკვატური, ინტენსიური თერაპია მოითხოვოს“, - აცხადებს ცერცვაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა