გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის თანამშრომლობა იწყება

2020 წლის 22 ივლისს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი მოაწერეს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ დირექტორმა, ანა ცხადაძემ.

მათი ცნობით, თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდი გოგონების და ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისათვის, რაც ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა თანასწორობის და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის, რაც UNFPA-ს საქართველოს ოფისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ეივონი“, როგორც საერთაშორისო ბრენდი, რომელიც გლობალურ დონეზე უჭერს მხარს ქალთა უფლებების დაცვას, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრას, საქართველოში, UNFPA-სთან პარტნიორობით, დააფინანსებს გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიას, სადაც ყურადღება გამახვილდება მოზარდი გოგონების და ახალგაზრდა ქალების გაძლიერებაზე. ერთობლივი კამპანიის ძირითადი მიზანი იქნება: გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების მხარდაჭერა; საზიანო პრაქტიკებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა; სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და რეპროდუქციული უფლებების მხარდაჭერა; მოზარდი გოგონების და ახალგაზრდა ქალების ინფორმირება თავიანთი უფლებების შესახებ, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო შეთანხმებებით არის უზრუნველყოფილი; მოზარდი გოგონების და ახალგაზრდა ქალების ინფორმირება პოტენციური შესაძლებლობების შესახებ; და მათი მოტივირება, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად გააქტიურდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან თანამშრომლობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესის ჩართვა ქალთა უფლებების ადვოკატირების პროცესში. ვფიქრობთ, „ეივონ კოსმეტიკს საქართველოსთან“ მემორანდუმის გაფორმებით, უაღრესად პერსპექტიულ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ქალებისა და გოგონების გაძლიერების საქმეში. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი პრეცენდენტი, როცა UNFPA-ს საქართველოს ოფისი იღებს პირდაპირ ფინანსურ კონტრიბუციას კერძო სექტორისგან“,-განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

„ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ დირექტორის, ანა ცხადაძის თქმით, „ეივონი“ არ არის კომპანია სილამაზის ინდუსტრიიდან, ეივონი არის კომპანია, რომელიც აუმჯობესებს ქალების ცხოვრებას, უქმნის მათ უკეთეს მომავალს და ამისათვის მოღვაწეობს სილამაზის ინდუსტრიაში

True power of beauty ეს არის ის ღირებულება, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩვენი კომპანიის მისიას. უკეთესი მომავალი ქალებისათვის ნიშნავს, რომ „ეივონი“ გლობალურად იმაღლებს ხმას გენდერული უთანასწორობისა და ძალადობის წინააღმდეგ და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით, დღეს საქართვლოშიც გრძელვადიან ქმედებებს ჩაეყარა საფუძველი“, - აცხადებს ცხადაძე.

მათი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, მემორანდუმი ორწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს და შესაბამის აქტივობების განხორციელებას პარტნიორები 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს