“როიტერსი“ - აშშ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის 100 მილიონი დოზის შესაძენად 1.95 მილიარდ დოლარს გადაიხდის

აშშ კომპანიებს Pfizer-სა და BioNTech-ს მათ მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინის 100 მილიონი დოზის შესაძენად 1.95 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის , - ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კომპანიებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, აშშ-ის მთავრობას დამატების 500 მილიონ დოზის შეძენის უფლებაც ექნება.

აშშ-სთვის შეთანხმებული დოზების მიწოდება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი პროდუქტი აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან გადაუდებელი მოხმარების ნებართვას ან ლიცენზიას მიიღებს მას შემდეგ, რაც კლინიკური ცდის მე-3 ეტაპზე ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურდება. Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინამ ადამიანებზე დაწყებული კვლევების ადრეულ ეტაპზე წარმატება აჩვენა.

ცნობისათვის, ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 150-მდე პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ. 20-მდე მათგანზე კი კლინიკური ცდები მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს