თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - საფულეში ჰქონდა წერილები, არ ვიცით როდინდელია, ერთში ეწერა - „გამოიყენე, ჩემი ანაბარი“

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს საფულეში წერილები ჰქონდა შენახული.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვინ არის წერილების ადრესატი, ჯერჯერობით დაუდგენელია.

„საფულეში ჰქონდა წერილები. არ ვიცით როდინდელია, ყველაფერს გამოძიება გაარკვევს. ძალიან ბევრი ფურცელი იყო, დალუქულია. „გამოიყენე, ჩემი ანაბარი,“ - ერთში ეს ეწერა, ვის ეუბნება,რას ეუბნება არ არის დადგენილი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, ცხედრის ექსპერტიზაში ორი დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული, ერთ უკრაინელი, ხოლო მეორე მარიამ ჯიშკარიანი.

როგორც მან აღნიშნა, ისინი უკვე ადგილზე არიან მისულები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო