„ოუფენ ნეტს“ მარიამ სულაბერიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ა(ა)იპ ოუფენ ნეტს ახალი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციას მარიამ სულაბერიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს "ოუფენ ნეტის" ცნობით, მარიამ სულაბერიძე „ოუფენ ნეტის“ დირექტორობამდე, კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. მარიამ სულაბერიძის განცხადებით, მისთვის ოუფენ ნეტის ხელმძღვანელობა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი გამოწვევაცაა, ვინაიდან საქმე უმნიშვნელოვანესს პროექტს, ქვეყნის ინტერნეტიზაციას ეხება.

მარიამ სულაბერიძის საქმიანობა დაკავშირებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, როგორებიცაა ქვეყნის საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებთან დაახლოება და იმპლემენტაცია. ასევე, ის კოორდინაციას უწევდა კომუნიკაციების კომისიასა და საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

„შემოთავაზებული პოზიცია ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა. როგორც საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის სამუშაო ჯგუფის წევრი, პირადად ვიყავი ჩართული პროცესებში, შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს, მის გამოწვევებსა და საჭიროებებს ძალიან კარგად ვიცნობ. ამიტომ, ახლა უკვე „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელის პოზიციიდან განვაგრძობ მუშაობას საბოლოო შედეგის მიღწევამდე. მიმდინარე ეტაპზე უკვე დასრულებულია საპილოტე ქსელის მშენებლობის ყველა წინამოსამზადებელი სამუშაო და პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მოხდეს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა მთელი საქართველოს მასშტაბით “,- აცხადებს „ოუფენ ნეტის“ ახალი დირექტორი, მარიამ სულაბერიძე.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მარიამ სულაბერიძე პროფესიით ბიზნესმენეჯერია. 1999 წელს მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ინჟინერ-მენეჯერის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2008 წელს მას მენეჯმენტში, კავკასიის ბიზნესსკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. აქვს საგანმანათლებლო გამოცდილებაც, იყო საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის (CERMA) პროექტების ბიზნესკონსულტანტი, ბენჩმარკინგის სპეციალისტი და ლექტორი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა