ბუტა რობაქიძის მამა - ოქრუაშვილი მართალი კაცი რომ იყოს, მოვიდოდა და სასამართლოს დაესწრებოდა, მაგრამ ვირთხები გარბიან

ირაკლი ოქრუაშვილი იყო ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც საქართველოში დანერგა ძალადობა, გაყალბება, მკვლელობა და ა.შ., - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც დღეს მოწმის სახით დაიკითხა.

როგორც რობაქიძე განმარტავს, მისი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბება ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით მოხდა.

„ირაკლი წერეთელი, რომელიც 2005 წელს დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი იყო, მეუბნებოდა, ოქრუაშვილი, ადეიშვილი და დონაძე აყალბებდა ამ საქმეებს თავიდან ბოლომდეო. სამ შეხვედრაზე ვიყავი მასთან და სამივეჯერ ეს მითხრა. ოქრუაშვილმა თავიდან ბოლომდე, 5 წუთში, მთელი იარაღების გაცემის ბრძანება გასცა, ეს იარაღები ვაკიდან და ჩუღურეთის პოლიციიდან წამოვიდა. თქვენ კარგად იცით, რომ მაშინ ზურაბ ბაქრაძე კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო და გვაზავასთან ერთად გადაწყდა ეს ამბავი პრაქტიკულად. ამაზე ჩემ გარდა ათეულობით მოწმეა, განსაკუთრებით, დონაძე, მიქაძე, ქარელი და ა.შ. მიშა სააკაშვილს ასიამოვნეს, მე კარგად ვიცი, რომ სააკაშვილმა მერე თავისუფლების მოედანზე ხალხი დააჯილდოვა და მაიზერ ლიპარტელიანი იმის გამო დააჯილდოვა, რომ „ბანდის“ ლიკვიდაცია გააკეთეო, უთხრა, როცა ბუტა მოკლეს, ოცეულის უფროსი იყო, ოროთახიანი ბინა მისცეს, პრეზიდენტის მიერ გადაცემულ ამ მედლებს ოქრუაშვილი არიგებდა.

ირაკლი ოქრუაშვილი იყო ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც საქართველოში დანერგა ძალადობა, გაყალბება, მკვლელობა და ა.შ. ოქრუაშვილი მართალი კაცი რომ იყოს, მოვიდოდა და ამ სასამართლოს დაესწრებოდა, მაგრამ ვირთხები გარბიან. თუმცა, ამ საქმეს ვერ გაექცევა, თვითონაც კარგად იცის, რომ დამნაშავეა. 3-დან 8 წლამდე აქვს და მოსამართლეს ვუთხარი, თუ მაქსიმუმს არ მისცემენ, ამ საქმეს გავასაჩივრებ ყველა ინსტანციაში, სტრასბურგამდე წასაღებად“, - განაცხადა რობაქიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა