ბრაზილიის პრეზიდენტისთვის კორონავირუსზე ჩატარებულმა მესამე ტესტმაც დადებითი აჩვენა

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი კიდევ ერთხელ დაუდასტურდა. ბრაზილიის კომუნიკაციების სამინისტროს სამდივნოს ცნობით, პრეზიდენტისთვის ჩატარებულმა მესამე ტესტმაც დადებითი პასუხი აჩვენა.

ბოლსონარუ კოვიდ-19-ით 7 ივლისს დაინფიცირდა.

„პრეზიდენტისთვის 21 ივლისს ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. სამედიცინო ჯგუფის თანხლებით, პრეზიდენტი ბოლსონარუ კვლავ კარგად გრძნობს თავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჟაირ ბოლსონარუ 20 ივლისს პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე მხარდამჭერებს მიესალმა.

CNN-ის ცნობით, პრეზიდენტსა და შეკრებილ მოქალაქეებს წყლის არხი ჰყოფდათ, თუმცა, ორმა ადამიანმა მისი გადაკვეთა და პრეზიდენტთან მიახლოება მაინც შეძლო. ბოლსონარუ ის ლიდერია, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიას სერიოზულად არ უყურებს და მას „პატარა გრიპიც“ კი უწოდა, თუმცა ბრაზილიაში ეპიდემიოლოგიური ვითარება განსაკუთრებით მწვავეა.

ბრაზილიაში, ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 159 654-მდე გაიზარდა. დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 81 487-ს მიაღწია. ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია, აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს