საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან არად ბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. საუბრისას აღინიშნა ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, ასევე, მიმდინარე წლის დასაწყისში თბილისში გამართული ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალი. მინისტრმა და ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობების მაგალითად განსაკუთრებით გამოყვეს ავსტრიული პაციფისტის ბერტა ფონ ზუტნერის მემკვიდრეობას და ხაზი გაუსვეს მის განსაკუთრებულ როლს ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ განმტკიცებაში.

არად ბენკომ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და მათი კიდევ უფრო გააქტიურების სხვადასხვა გზებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, საუბარი, ასევე, შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოსა და ავსტრიაში. ავსტრიის ელჩმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა, როგორც ეფექტური და წარმატებული.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს