მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა. worldometers -ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაავადებულთა რაოდენობა 15 მილიონ 200 ათასს მიუახლოვდა.
ამავე მონაცემებით, გარდაცვლილია 622 001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 9 175 997 ადამიანი.
დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 4,049,153 დაინფიცირებულით, მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 2 178 159 ადამიანი კოვიდ-19-ითაა დაავადებული, მესამეზეა ინდოეთი 1 220 433 ინფიცირებულით.
რუსეთი დაინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა, სადაც კორონავირუსი 789 190 ადამიანს დაუდასტურდა.