გიორგი ვაშაძე - ეთნიკური პრობლემები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო პოლიტიკაში და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს

ეთნიკური პრობლემები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო პოლიტიკაში და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს , - ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა ,,ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

,,ახალი საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, "სტრატეგიული ანალიზის ცენტრში" პოლიტიკური პლატფორმა ,,ახალი საქართველოს” ლიდერ, გიორგი ვაშაძესა და "მრავალეროვან საქართველოს" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებში ჩართულობა წარმოადგენდა.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც ყურადღება გამახვილდა არსებულ პრობლემებზე აქცენტირება და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი გადაჭრის მექანიზმების შემუშავება იყო. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ახალგაზრდების ხელშეწყობის ფორმატზე.

,,ეთნიკური პრობლემები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო პოლიტიკაში და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ეს არის ის რესურსი, რომლის უყურადღებობა და დაკარგვა დაუშვებელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი პოლიტიკური თუ სოციალურ ყოფიერებაში ინტეგრირება და ჩართულობა. სახელმწიფო ჯეროვნად უნდა აფასებდეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა პოტენციალს, მათ განათლებას, უნარ-ჩვევებს, გამოცდილებას და გვერდით დაუდგეს მათი შესაძლებლობების განვითარებაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს