მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გამოძიებასთან შეთანხმებით, რამდენჯერმე მიზანმიმართულად გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რათა „გარკვეული პირების ერთგვარი ტესტირება მომხდარიყო“

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რათა „გარკვეული პირების ერთგვარი ტესტირება მომხდარიყო“.

„როგორც კი რაღაცას ვიძახი, როგორც მტკიცებულებას, მაშინვე იწყება კონტრპოზიციების გაჟღერება ან წინასწარ თადარიგების დაჭერა. მეტსაც გეტყვით, რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად გავავრცელე მცდარი ინფორმაცია. მიზანი ის იყო, რომ როდესაც ოჯახის პოზიციის კომენტირების ხარისხი ვიცოდით, იქ ასევე ვიცოდით რეაგირებები, რა როგორ ხდებოდა, პულსზე გვიდევს ხელი. ამიტომ, რაღაც ეტაპებზე ჩავთვალეთ, რომ ამით შეიძლება, გარკვეული პირების ერთგვარი ტესტირება მომხდარიყო და სათანადო ინფორმაცია მიგვეღო, ამასაც კი ვაკეთებთ, რომ ოღონდ შედეგი იყოს ისეთი, რომ სალაპარაკო არ გახდეს, თითქოს ოჯახს უნდა ვიღაცის განზრახ მკვლელობით დასჯა და ასეთი ფაქტი არ ყოფილა“, - აღნიშნა ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

მისივე განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი, იმაზე მაღალი ხარისხით იქნება დადასტურებული ვიდრე დღესაა.

„უამრავი გარემოება ამოდის ზედაპირზე ყოველდღიურად, თუმცა ამ გარემოებების უდიდესი ნაწილი არაა იმის უშუალო მტკიცებულება, რაც ჩვენ გვინდა, რომ დადასტურდეს. გადასული ვართ ლამის 24 - საათიან რეჟიმზე, რომ ისეთი მტკიცებულებები მოვიპოვოთ, რომლებიც მაღალ სტანდარტს დააკმაყოფილებს“,-აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა