აქციის მონაწილეებს, რომელთაც შსს-სთან წარწერები გააკეთეს, სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ შესაძლოა, აღნიშნული ქმედების გამო, დაჯარიმდნენ

აქციის მონაწილეები, რომლებმაც შსს-ის შენობის წინ სპეციალური წარწერები გააკეთეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე პრიმა 2 მუხლით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს.

"ვინაიდან, ამ წარწერებით, თქვენი ქმედებით, იერსახე დამახინჯდა, არსებობს ბევრი ვიდეოკადრი. აღნიშნული ტერიტორია არის მერიის ქვემდებარე, საქმის წარმოება დავიწყეთ თქვენს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პრიმა 2 ნაწილით. შესაბამისად, დაჯარიმდებით, ოღონდ მერიის მხრიდან და არა ჩვენ მხრიდან", - განაცხადეს სამართალდამცავებმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქიტივისტებმა შსს-ს მიმდებარედ წარწერები გააკეთეს.

აქციის მონაწილეებმა შენობის წინ საავტომობილო გზაზე სიტყვები: "ნუ მომკლავ" , "ამ სისტემის დედაც" , "სისტემა კლავს", "შეცვალე" დაწერეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა