„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები გზას ასუფთავებენ, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა წარწერები გააკეთეს

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საავტომობილო გზას აქციის მონაწილეების მიერ გაკეთებული წარწერებისგან ასუფთავებენ. ტერიტორიაზე წარწერების გადარეცხვა წყლის ჭავლის საშუალებით ხდება.

ცნობისთვის, დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წარწერები გააკეთეს. აქციის მონაწილეებმა შენობის წინ საავტომობილო გზაზე სიტყვები: "ნუ მომკლავ", "ამ სისტემის დედაც", "სისტემა კლავს", "შეცვალე" დაწერეს.

უწყების შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები დღეს ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული საქმეების ეფექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. აქციაზე რამდენჯერმე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. დააკავეს სამი პირი, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა