დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქალაქებში, სადაც ძალადობის ფაქტებმა იმატა, დამატებით ფედერალურ ძალებს გააგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქალაქებში - ჩიკაგოსა და ალბუკერკეში, სადაც ძალადობის ფაქტებმა იმატა, დამატებით ფედერალურ ძალებს გააგზავნის.

„ეს სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. ეს სისხლისღვრა შეწყდება. დღეს ვაცხადებ, რომ იქ, სადაც ძალადობრივი დანაშულების ზრდა დაფიქსირდა, ფედერალური სამართალდამცველების რაოდენობას გავზრდი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჩიკაგოს მერმა ლორი ლაითფუთმა და ნიუ-მექსიკოს გუბერნატორმა მიშელ ლუიან გრიშემ განაცხადეს, რომ ფედერალურ დახმარებას მიესალმებიან, თუმცა ორივე მათგანი უარს ამბობს ფედერალური ძალების საპროტესტო აქციების დარბევისთვის გამოყენებაზე, როგორც ეს ორეგონის ქალაქ პორტლენდის შემთხვევაში მოხდა და ხაზს უსვამს, რომ მსგავს ქმედებებს სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

”თუ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, ამერიკელებს წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული, არასაჭირო და გაუგებარი სამხედრო სტილის დარბევებით, მაშინ ფედერალურ ძალებს ნიუ-მექსიკოში არაფერი ესაქმებათ,“- ნათქვამია მიშელ ლუიან გრიშეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, სამშაბათს ღამით ფედერალური ძალების წარმომადგენლებმა პორტლენდში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის ტყვიები და მანათობელი ყუმბარები, ე.წ. ფლეშბანგები, გამოიყენეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა