დიმიტრი პესკოვი - ველით, რომ აშშ-ის ხელისუფლება მიიღებს საჭირო ზომებს რუსი ჟურნალისტების პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ველით, რომ აშშ-ის ხელისუფლება მიიღებს საჭირო ზომებს რუსი ჟურნალისტების პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„შეერთებული შტატების პოლიციის მხრიდან რუს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა შემაშფოთებელია. ჩვენ ველით, რომ აშშ-ის ხელისუფლება მიიღებს საჭირო ზომებს რუსი ჟურნალისტების პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ზოგადად, მედიის შეუზღუდავი მუშაობისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად,“- განაცხადა პესკოვმა.

ცნობისათვის, რუსული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ქალაქ პორტლენდში, სადაც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ ანტირასისტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, „პირველი არხის“ გადამღებ ჯგუფს ფორმიანი პირები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ტელევიზიის თანამშრომლები დაშავდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა