ჯო ბაიდენმა ტრამპს რასისტი უწოდა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს რასისტი უწოდა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს ის ტრამპის მიერ კორონავირუსის „ჩინურ ვირუსად“ მოხსენიებას, ბაიდენმა განაცხადა, რომ ამით აშშ-ის პრეზიდენტი რასიზმს თესავს.

„აშშ-ის არცერთ მოქმედ პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია. მსგავს განცხადებებს „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი არასოდეს იტყოდა. ისტორიაში პირველად, ჩვენ არჩეული რასისტი პრეზიდენტი გვყავს. სრულიად გულისამრევია, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ადამიანების მიმართ მათი კანის ფერისა და წარმოშობის მიხედვით,“ - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისათვის, დონალდ ტრამპმა კორონავირუსს არაერთხელ უწოდა "ჩინური ვირუსი."

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა