ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 45 720-ით გაიზარდა

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 45 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1.24 მილიონს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ინდოეთში კოვიდ 19-ს კიდევ 1 129 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 29 861-მდე გაიზარდა.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა