ბილ გეითსი - კორონავირუსის იმუნიტეტისთვის, შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინის რამდენიმე დოზა იყოს საჭირო

კორონავირუსის იმუნიტეტის გამომუშავებისთვის, შესაძლოა, კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის არა ერთი, არამედ რამდენიმე დოზა იყოს საჭირო, - ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეითსმა CBS News- თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ ეტაპზე, ვერც ერთი ვაქცინა ვერ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ერთჯერადი ვაქცინაცია საკმარისი იქნება,“ - აღნიშნა ბილ გეითსმა.

მისივე თქმით, დაავადების გავრცელების შესაჩერებლად საჭიროა, ვაქცინაციის გლობალური დაფარვის მაჩვენებელი 70-80% პროცენტი იყოს.

ცნობისათვის, „ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა“ კოვიდ 19-თან საბრძოლველად 300 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა