შუქრი ბურჭულაძე უარყოფს  ინფორმაციას, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მის კომპანიაში მუშაობდა და აცხადებს, რომ მას საერთოდ არ იცნობდა

მომღერალ პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მის კომპანიაში იყო დასაქმებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შუქრი ბურჭულაძემ განუცხადა, „ეს არის ტყუილი, ცრუ ინფორმაცია“.

როგორც შუქრი ბურჭულაძე ამტკიცებს, „თამარ ბაჩალიაშვილს საერთოდ არ იცნობდა“.

„ცხოვრებაში არ გვინახავს, ამ ქალბატონთან არანაირი კავშირი არ გვქონია არც მე და არც ჩემი კომპანიიდან არავის. როგორც ტელევიზიიდან ვიცი, „ზეგის“ ოფისი მდებარეობს იგივე სადარბაზოში, სადაც ჩვენ გვაქვს ნაქირავები ოფისი. „ზეგი“ მდებარეობს მე-2 სართულზე, ჩვენ კი მე-4 სართულზე ვართ. არანაირი კავშირი არ გვაქვს. სამი წელია, რაც ოფისი ვიქირავეთ და ამ სამი წლის განმავლობაში არანაირი კავშირი არ გვქონია „ზეგის“ ოფისთან. ისეთი ოფისია, რომელსაც არაფერი აწერია კარებზე, თუ რა ოფისია, როგორია და ა.შ. თავისთვის იყვნენ, შედიოდნენ და გადიოდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც არანაირ კავშირზე არ გავდიოდით, რადგან ამის არანაირი საჭიროება არ იყო“, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

რაც შეეხება მის კომპანიას, როგორც შუქრი ბურჭულაძე განმარტავს, კომპანიას ჰქვია შ.პ.ს „ემ ეს ჯგუფი“ და ის საინფორმაციო-სარეკლამო SMS-ის გამგზავნი კომპანიაა.

„SMS ჰაბი ვართ. საერთოდ არანაირი კავშირი და შეხება არ გვქონია არც ამ გოგოსთან და არავისთან მაგ ოფისიდან. არ ვიცი, ვის როგორ აწყობს ამ საქმის ამგვარად წაყვანა. ტროლების მსხვერპლი ჩვენ ვართ. პირიქით, აქეთ გვიტევენ ტროლები ყოველთვის“, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი „ზეგის“ გარდა შუქრი ბურჭულაძის კომპანიაშიც მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო: შუქრი ბურჭულაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მის კომპანიაში მუშაობდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო