ისრაელში მიიღეს კანონი, რომელიც მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი შეზღუდვების დაწესების უფლებას მისცემს

ისრაელში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყნის მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე, კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვებისა და რეგულაციების დაწესების უფლებას მისცემს. BBC-ის ინფორმაციით, ამიერიდან ახალი კანონის მეშვეობით ისრაელის მთავრობას შეეძლება 24 საათის განმავლობაში ისეთი კანონები მიიღოს, როგორიცაა კარანტინის რეჟიმის დაწესება, სხვადასხვა ობიექტების დახურვა და რეგულაციების დაწესება.

მთავრობის გადაწყვეტილებას ოპოზიიცის წარმომადგენლები აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, ცვლილებები არადემოკრატიულია და ხელისუფლებას განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 430 ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა