ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოფლებში ინტერნეტის მიწოდება აუცილებელია.

„ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება. ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება. ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება. იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშავონ, იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ ნორმალური განათლება და იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა